პარლამენტის სესია

პაპუაშვილი ბოკერიას: რა უნდა გელაპარაკო ჩვეულებრივი ყეყეჩი ადამიანი ხარ, არაფერი არ გესმის

გაჩერდი ბიჭო, გაჩერდი რა, შენ არ გელაპარაკები გაჩერდი, თუ გინდა აგერ მოდი ერთ ორ სიტყვას გეტყვი და მიხვდები რას გეუბნები. ვერ გეტყვი იმიტომ, რომ ხის... არ შევა შენს თავში. კრიტიკული აზრი უნდა თქვათ და ვიღაცას აქვს ამის კულტურა, რომ თქვას და ვიღაცას არ აქვს. თქვენ რაღა უნდა ასწავლოთ ხალხს ნუ გამაგიჟეთ. გიყურებთ ხალხი, 800-ჯერ გაგაგდეს პოლიტიკიდან. აღარ ხართ დედამიწის ზურგზე აღარ სუნთქავთ, რეალობაში აღარ ხართ. სამარცხვინოა ეს გაქაჩ-გამოქაჩვები. საჩხუბი მოედანიც არ არის წესიერად რომ კაცმა იჩხუბოს. ზის კაცი [ნიკა მელია] ყეფს, არ შეიძლება პირადი შეურაცხყოფა ადამიანის. რა უნდა გელაპარაკო შენ ხარ ერთი ჩვეულებრივი ყეყეჩი ადამიანი, არაფერი შენ არ გესმის.

უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი სესიაზე გიგა ბოკერიას მიმართავს.

კომენტარები