საქართველოს პარლამენტი

ბოკერია უმრავლესობას: წესებით მოქცევა კი არ გინდათ, ქუჩურ გარჩევას აწყობთ

პატივცემულო თავმჯდომარევ და უმრავლესობის წევრებო - არსებობს ელემენტარული ქცევის წესები. თუ ვინმე თვლის, რომ დეპუტატი ხელს უშლის სხვა დეპუტატს გამოსვლაში, არსებობენ მანდატურები, არსებობს ამისთვის სხდომის წამყვანი, რომელმაც უნდა მიიღოს ზომები.

მაგრამ აქ თქვენ წყობიდან გამოდიხართ თქვენი ოპონენტების გამოსვლის შინაარსის და შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში, მანერების გამო, და მერე წესებით მოქცევა კი არ გინდათ, ქუჩური გარჩევის მოწყობა გინდათ და ძალის და უმრავლესობის დემონსტრირება

ევროპული საქართველოს დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებს მიმართა. დღევანდელ სხდომაზე პარლამენტარებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები