არჩევნები 2018

წილოსანი: ქალი პრეზიდენტის არჩევით, კიდევ ერთხელ გავიარეთ პროგრესისა და ცივილიზაციის ტესტი

საქართველომ ქალი პრეზიდენტის არჩევით კიდევ ერთხელ გაიარა პროგრესისა და ცივილიზაციის ტესტი. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მძიმე და აგრესიული წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთ ზეწოლას და პროვოკაციას გაუძლო. კამპანია, სადაც კარგად დაორკესტრებული ტყუილებით მასიური ფსიქოზი უნდა გამოეწვიათ, სალომე ზურაბიშვილს ღირსეულად ეჭირა თავი. რაც რა თქმა უნდა მეტყველებს მის სიძლიერეზე და მახარებს რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ის ქალია და გარკვეულწილად მან დაამსხვირია ის სტერეოტიპი, რომელიც სამწუხაროდ არსებობს ჩვენ საზოგადოებაში. 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები