საქართველოს პარლამენტი

მარშანია ინაშვილის მუქარაზე: ღირსნი არიან, ღირსნი არიან

ღირსნი არიან, ღირსნი არიან, ჩვენ დაკვეთა გვაქვს საზოგადოებისგან ხელმოწერილი ჩვენს რეზოლუციის პროექტზე, სადაც თვალნათლივ წერია, რომ იმ წლების რეჟიმი უნდა გასამართლდეს, ამაზე გვაქვს ჩვენ ხელი მოწერილი, ამაზე აქვს ხელი მოწერილი ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს და ამაზე გვაქვს ჩვენ დასტური

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია TV პირველის ეთერში, პარლამენტში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე. ცნობისთვის, დღეს ირმა ინაშვილმა ოპოზიციას შემდეგი სიტყვებით მიმართა - "ერთხელ ჩხუბი ჯობია, მე მგონი და ყველას უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა თქვენ, კრიმინალები ესენი".

კომენტარები