საქართველოს პარლამენტი

მარშანია ინაშვილზე: ადამიანი ცოცხალი არსებაა და ამოუვიდა ყელში, რასაც ჰქვია

ირმას ეს ფრაზა, ეს სიტყვები თქმული აბსოლუტურად ემოციური მისი ფრაზეოლოგია, ადამიანი ცოცხალი არსებაა და ამოუვიდა ყელში, რასაც ჰქვია, და თქვენ რომ იცოდეთ ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც იცის ირმამ ნაციონალური მოძრაობის ე.წ მართვაზე და მათ დანაშაულებებზე, ის უფრო მეტად არის გადავსებული ემოციებით ამ საკითხის ირგვლივ, ვიდრე სხვა ადამიანები, თუნდაც მისივე პარტიის წევრები

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია TV პირველის ეთერში, პარლამენტში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე. ცნობისთვის, დღეს ირმა ინაშვილმა ოპოზიციას შემდეგი სიტყვებით მიმართა - "ერთხელ ჩხუბი ჯობია, მე მგონი და ყველას უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა თქვენ, კრიმინალები ესენი". იქამდე, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი, დარბაზში ჩააკითხა. საქმეში მანდატურები ჩაერთნენ.

კომენტარები