საქართველოს პარლამენტი

პაპუაშვილი: რა გინდათ, გაგხეთქოთ ცემით? ეს არის ერთი ემოციური კაცის სამართლიანი განცხადება

არა, არა, არა, ეს არის ჩემი პირადი გამონათქვამი, ჩემი პირადი აზრი, ეს არ არის მოწოდება, მე არ მითქვამს ვინმესთვის, რომ "ჩავქოლოთ, ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა ციხეში, გავატყავოთ", ეს არის ერთი ემოციური კაცის სამართლიანი განცხადება. "სადამდე მიგყავთ, რა გინდათ, რომ გაგხეთქოთ ცემით? მოხდეს ეს კონფლიქტი? რატომ აკეთებთ ამის პროვოცირებას?" - ამ სიტყვების ავტორი მე ვარ, ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს მოწოდებად

ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი TV პირველის ეთერში პარლამენტში გაკეთებული განცხადების შესახებ. პლენარულ სხდომაზე პაპუაშვილმა დღეს ოპოზიციას ამ სიტყვებით მიმართა - "რა გინდათ, რომ გამოგიყვანოთ და გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ".

კომენტარები