საქართველოს პარლამენტი

პაპუაშვილი: უკნიდან არავის ვეპარები, მინდოდა, მელიასთვის ქეჩოში მომეკიდა ხელი და გამეყვანა

ერთი წამით, მე ზურგიდან არავის არ ვეპარები, აქ იყო ჩანაფიქრი სხვა რაღაცა - რადგან ეს ადამიანი არ ამთავრდებდა ამ უხამს ქცევას, მინდოდა, ქეჩოში მომეკიდა ხელი და დარბაზიდან გამეყვანა, ეს იყო ჩანაფიქრი, უკან მივეპარე არა ისა, ცხოვრებაში არავის მივპარვივარ

ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი TV პირველის ეთერში პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შესახებ. პლენარულ სხდომაზე პაპუაშვილმა დღეს ოპოზიციას ამ სიტყვებით მიმართა - "რა გინდათ, რომ გამოგიყვანოთ და გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ". გარდა ამისა, ნიკა მელიას, რომელიც დარბაზიდან მანდატურებს გაჰყავდათ, უკნიდან ჩაარტყა.

კომენტარები