გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი: ივანიშვილი ერთერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია, მომწონდა მასთან მუშაობა

როდესაც გიორგი კვირიკაშვილი წავიდა თანამდებობიდან მე მიმაჩნდა, რომ ძალიან სწორი იქნება ივანიშვილი გახდეს პრემიერმინისტრი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი და ბევრი რამე იქნება გასაგები ქართული საზოგადოებისთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც. მე მივესალმები ივანიშვილის პრემიერად მუშაობას.

ამ 5 წლის განმავლობაში პოლიტიკოსებს რომ ეკითხებოდნენ ბიძინა ივანიშვილის როლზე, მორცხვად რომ პასუხობდნენ, გაუგებრად, აღიარებენ ამ როლს თუ არ აღიარებენ, ვერ გაიგებდი. კარგი იქნება თუ ივანიშვილი დაბრუნდება, როგორაა იმ სიმღერაში? "დამთავრდება უხერხული ღიმილი". ეს უხერხული ღიმილი, რომ დამთავრება პოლიტიკაში ესეც მიხარია.

ამის გარდა, მე მიმაჩნია, რომ იმ პარტიაში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია და მასთან ერთად მუშაობა ნამდვილად მომწონდა, ოპოზიციაშიც და მინისტრადაც.

თქვა სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები