საქართველოს პარლამენტი

გოცირიძე: ინაშვილი მელიას თავს დაესხა და კიდევ კარგი საათი ესროლა და არა ქოში

ყველა კონფლიქტი, რაც მოხდა, იყო "ქართული ოცნების" ბრალი. გუშინ ნიკა მელიას გამოსვლა მკაცრი, პრინციპულ, ხმამაღალ ტონალობაში იყო. პარლამენტის ამ მიმართულებით არაფერს ზღუდავს. ერთი დეპუტატი ფინიასავით შეუჩნდა, მეორე უკან ტურასავით მოეპარა და ხედავდით, ბრჭყალების ჩავლება როგორ უნდოდა და ვერ მოახერხა. თუ ჩანაწერებს ნახავთ, ნიკა მელია არის "ქართული ოცნების" თავდასხმის მსხვერპლი. ადამიანი გამოდის, არ აცდიან. ერთი უყვირის, მეორე უბრახუნებს. საბოლოო ჯამში ქალბატონი თავს დაესხა და კიდევ კარგი საათი ესროლა და არა ქოში. მეორე დეპუტატს, რომელსაც თავი გმირი ჰგონია და მარჯანიშვილზე ამაყობს ქუჩაში დგომით, უკნიდან მიეპარა, როგორც ლომს ტურები მიეპარებიან ხოლმე

ipn-ს ინფორმაციით, ასე გამოეხმაურა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე რომან გოცირიძე გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელია და ირმა ინაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც შემდეგ უფრო ფართო დაპირისპირებაში გადაიზარდა და მანდატურების ჩარევა გახდა საჭირო

კომენტარები