გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი "ოცნებაზე": არ შეიძლება 6 წელი ამადლიდე ამომრჩეველს იმას, რაც მან გააკეთა

არ შეიძლება 6 წელიწადი ერთი და იგივე რამეს იმეორებდე, არ შეიძლება 6 წელიწადი ფაქტიურად შენი ამომრჩეველი გყავდეს შანტაჟის მდგომარეობაში. არ შეიძლება 6 წელიწადი ამადლიდე ამომრჩეველს იმას, რაც მან გააკეთა. 2016 წელში დაშვებული იდეოლოგიური შეცდომა, რომ ჩვენ ქართველ ხალხს ვამყოფებთ შანტაჟის მდგომარეობაში, რომ აქ ვართ წმინდა გიორგები, ვინც გველვეშაპისგან ვიფარავთ ქართველ ხალხს და ეს ქართველი ხალხი მუდმივად დღეის ამას იქეთ, თაობებით მადლობელი უნდა ვიყოთ თურმე ამ ადამიანების, რომ ნაციონალების არმოშვების გარანტორები არიან, ეს კლიშე დაინგრა.

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ეს განცხადება დღეს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

კომენტარები