არჩევნები 2018

ქანთარია: ნიკა მელია ორღობის ჭორიკანას დაემსგავსა

არჩევნებზე ხარვეზები იყო, მაგრამ გავლენა არ ჰქონია და დარღვევების პროცენტი მაღალი არ ყოფილა. ხელისუფლება არჩევნებს ვერ გააყალბებდა, რადგან სხვაობის პროცენტი მაღალია. ნიკა მელია წარმოუდგენელ რამეს ამბობს და თუ რამე დოკუმენტები და ვიდეო აქვს, გაასაჯაროოს, მაგრამ ორღობის ჭორიკანას დაემსგავსა. თურმე, 90-იან წლებში ქვემეხებით დავდიოდი. იციან, რომ შედეგზე ვერ გავლენ. მათი განაყოფი გაცილებით რეალურად აღიქვამს მოვლენებს. ესენიც აღიქვამენ, მაგრამ სურთ, ხალხს საკენკი გადაუგდონ, თითქოს, რაღაცას აპროტესტებენ. ჩხუბის შემდეგ ბაქი-ბუქობენ. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, სადაც მელია ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია გაყალბების ამსახველ მასალას გამოაქვეყნებს. ქანთარიას ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები