არჩევნები 2018

კობახიძე: ნაციონალურ მოძრაობას რასაც ვპირდებით, ვუსრულებთ

საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, რაც დაადასტურა ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ გვყავს არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ფიცს 16 დეკემბერს დადებს. რაც შეეხება ნიკა მელიას, გაყალბებული არჩევნები მან თავისკენ მოიკითხოს. არჩევნები ყალბდებოდა 2012 წლის ჩათლით, ყველა წელს - დაწყებული 2006 წლიდან. მათ ექნებათ პროვოკაციის მცდელობები, თუმცა განწირულია ეს მცდელობები წარუმატებლობისთვის ისევე, როგორც განწირული იყო მათი პროვოკაციები არჩევნებამდე. მათი პროვოკაციები მიმართული იყო, რომ რამენაირად მათთვის სასურველი შედეგი დაედოთ, თუმცა ჩვენ მათ დავპირდით მწარე დამარცხებას ამ არჩევნებში და მათ იწვნიეს მწარე მარცხი. რასაც ვპირდებით ხოლმე ნაციონალურ მოძრაობას ვუსრულებთ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არჩვენების გაყალბების შესახებ ნიკა მელიას განცხადებებს პასუხობს.

კომენტარები