სააკაშვილი ინაუგურაციაზე: სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარაა, ნიკოლას სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან. განსაკუთრებით ხშირად ფულს უხდიან რუსები, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ასე რომ, იმ უპრეცედენტოდ დაბალი დონის წარმომადგენლობის ფონზე, რაც "ინაუგურაციაზე" ჩამოდის, მისი გამოჩენა ზუსტად აჩვენებს, თუ ვინ უკვეთავს მუსიკას საქართველოში და ვის დაკრულზე ცდილობენ აცეკვონ ქართველი ერი.

წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საკუთარ Facebook გვერდზე. ცნობისთვის, არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ინაუგურაციას მოქმედი პრეზიდენტებიდან მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი დაესწრება.
მოკლე ბმული: