განათლება

მინისტრი მასწავლებლებს: ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ საგანმანათლებლო სისტემაში

თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ უანგაროდ ემსახურებით ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩვენს ბავშვებს და მათ მომავალს.

დაანონსებული რეფორმის ფარგლებში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო, კიდევ უფრო ეფექტური გახდეს  და თქვენი პროფესია  უფრო მეტად იყოს დაფასებული.

დღევანდელი მეექვსე კონფერენცია ეძღვნება "დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებს" და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდება საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, ამასთან, გაიზარდა მასშტაბები, რადგან კონფერენციაში საერთაშორისო ექსპერტებიც მონაწილეობენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ეს განცხადება მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

კომენტარები