ნიშნიანიძე: ინაუგურაციის მოსაწვევი არ მიმიღია, უნდა გავარკვიოთ ვინ ცდილობს გვერდზე გაგვწიოს

მოსაწვევი ალბათ, გზაშია. არ მიმიღია, სავარაუდოდ, არ ვიქნები მიწვეული. არაფერი დაშავდება ამით, მაგრამ საინტერესოა, ვინ ადგენს სიას, არამგონია, სალომე ზურაბიშვილი ადგენდეს. ვფიქრობ, ადმინისტრაცია ადგენს. ძველმა გვარდიამ კარგად ვიმუშავეთ და ველოდი მიწვევას. არამგონია, დაპირისპირება იყოს "ქართულ ოცნებაში", ზოგადად, ძველი გვარდიის ჩაჩოჩების ტენდენცია ახალი არ არის, მაგრამ არ მეგონა, ასე უცებ თუ მოხდებოდა გარდატეხა. ალბათ, იქნება საკადრო ცვლილება და გვაქვს მოლოდინი. არასოდეს დამიმალავს პირდაპირობა, მაგრამ არ მინდა, წუწუნი გამომივიდეს, რომ არ დამიძახეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი როლი შევასრულეთ მეორე ტურში. თეატრი მე გავავსე და ველოდი, რომ სიტყვაც უნდა მეთქვა, მაგრამ ერთი საათით ადრე ჩამომაცილეს ამ პროცესებს. ვფიქრობ, მებრძოლი ადამიანების ჩამოცილება უნდათ ახლად მოსულ ადამიანებს. იგივე რომ არ მოხდეს, რაც პირველ ტურში, უნდა გავარკვიო ვინ ცდილობს გვერდზე გაგვწიოს. შევხვდები, ალბათ, ბიძინა ივანიშვილს, იქამდე სავარაუდოდ, პარლამენტში გვექნება შეხვედრა

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი "ართული ოცნებიდან", ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგირაციაზე დასასწრებად მოსაწვევი არ მიუღია. მის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები