დოლიძე: არ მეცოდება ოპოზიცია აბსოლუტურად, ვნებების გამოსავლენად აქვთ უამრავი ადგილი

ოპოზიცია იმდენ აქციას ატარებს ამდენი ხანია, ამდენი წელია, რო ეყოფათ, იქაც ჩაატარებენ და... არ მეცოდება ოპოზიცია აბსოლუტურად, თავიანთი ვნებების გამოსავლენად აქვთ უამრავი ადგილი. არავინ არ არღვევს არავის კონსტიტუციურ უფლებას და როცა წინასწარ მიდის მუქარა, დაპირება, რომ იქნება ცემა-ტყეპა, ინაუგურაციის ჩაშლა, ამის უფლება არ უნდა მისცეს სახელმწიფომ არავის. იცით რა, პოლიცია ძალიან კარგად იქცევა. სხვათაშორის, ეს ის აწყობილი პოლიციაა იმ ადამიანის, ვისაც თქვენ მისტირით დღემდე, განსაკუთრებით რუსთავი 2. მშვენიერი პოლიციაა, კარგად იქცევა ეხლაც, იმიტომ რომ არის ნეიტრალური. იქ სადაც ხდება უკაცრავად, სიმხეცე, ის უნდა აიკრძალოს და მორჩა.

რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დაწყებამდე, თელავში გააკეთა. ის ეხმაურება პოლიციის მხრიდან თელავში შესასვლელი გზების ჩაკეტვას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები