სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

თეიმურაზ გორჯესტანი: დღეს დაგითმეთ დედა

როგორც ვთქვი გამოსვლაზე სპორტის სასახლეში, დღეს დაგითმეთ დედა, დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავარსარდალი და ეს არის ჩვენთვის, შვილებისთვის დიდი სიამაყე. ეს არის, როგორც დიდი ემოციური მომენტი, იმიტომ ეს ნიშნავს, საქართველოს ისტორიაში და ემიგრაციის ისტორიაში, რომ ემიგრაციის მემკვიდრე დაბრუნდა საქართველოში და მე ამ მომენტში, მართალი რომ გითხრათ, ჩემ ბაბუაზე და ბებიაზე ვფიქრობდი ყველაზე უფრო მეტს და ამ მომენტში მგონია, რომ  ყველამ ერთად ვფიქრობთ საქართველოს მომავალზე, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე და რაც არის ალბათ ჩვენი ოჯახისთვის და ამ ქვეყნისთვის ყველაზე უფრო მთავარი, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. 

თეიმურაზ გორჯესტანმა, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კომენტარები