დაპირისპირება კახეთში

ჩუგოშვილი: გუშინ პარლამენტის წევრ ქალებს დაუპირისპირდნენ, შესაბამის რეაგირებას ველოდები

სრულიად სახედაკარგული იყო გუშინდელი მცდელობები გადაფარვის, ჩაშლის თუ ხელის შეშლის საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის. რაც შეეხება მეორე ნაწილს, სამართლებრივ მხარეს, აქ კონსტიტუციური უფლებები კი არა კანონდარღვევები და დანაშაული ვიხილე მე პირადად გუშინდელ ვიდეოჩანაწერებში. მათ შორის, პარლამენტის ქალი წევრების მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალტერნატიული გზებისა და ტრანსპორტის შეთავაზებაზე განცხადება არაერთხელ გააკეთა. ვინც აგრესიულად იქცეოდა და სახელმწიფოს კუთვნილ ქონებას ამტვრევდა, იმ ადამიანების ამოცანა გადაადგილება კი არ იყო, არამედ საკუთარი თავის ისე წარმოჩენა, როგორც წარმოაჩინეს. პარლამენტის წევრ ქალებს დაუპირისპირდნენ, პარლამენტის კუთვნილი ავტომობილი დაზიანდა და დაიმტვრა, რაც ყოველგვარ პროტესტსა და სამართლებრივ ჩარჩოებს გაცდენილია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირებას ველოდები

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გუშინ, კახეთში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარე ოპოზიციისა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ. ჩუგოშვილის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები