თეა წულუკიანი

წულუკიანი ოპოზიციაზე: გამოხატვის თავისუფლება მიეცათ, მთელმა ქვეყანამ მოისმინა მათი აზრი

ინაუგურაციის ხელშეშლის უფლებას ვერც საქართველოს სახელმწიფო და ვერცერთი ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული ნებისმიერი სხვა სახელმწიფო. თუკი ეს იყო მათი მიზანი, ამ მიზნის მიღწევაში, მათ, რა თქმა უნდა, შეხვდებოდათ წინაღობები და ეს არის აბსოლუტურად კანონიერი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ლეგიტიმური. ხოლო, აზრის გამოხატვის თავისუფლება მათ მიეცათ, მთელმა ქვეყანამ მოისმინა მათი განსხვავებული აზრი და ესეც უნდა ყოფილიყო, ჩემი აზრით, მათი აქციის მიზანი, რაშიც მათ ხელშეშლა, რა თქმა უნდა, არ ჰქონიათ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საუბრობს გუშინ, 16 დეკემბერს კახეთში მომხდარ ინციდენტზე. გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" თელავში აქციის გამართვა ჰქონდა დაანონსებული, თუმცა სამართალდამცავებმა გადაკეტეს ყველა გზა, რომლითაც აქციის მონაწილეებს თელავამდე შეეძლოთ მისვლა, რის შედეგადაც, გურჯაანის რაიონ სოფელ ველისციხეში ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენიმე საათიანი დაპირისპირება გაიმართა

კომენტარები