დაპირისპირება კახეთში

ბახტაძე კახეთში დაპირისპირებაზე: ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა ასეთი პოლიციით

ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა ასეთი პოლიციით. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელშეშლის მიუხედავად შეძლეს გუშინდელი დღის ობიექტურად გაშუქება. "ნაციონალური მოძრაობა" არ იშლის ტრადიციებს, განაგრძობს ძალადობას და საზოგადოებაში ისეთი განწყობის შექმნას, თითქოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრობლემებია. ამის ილუზია ნურავის ექნება, ვერცერთი ძალა და ვერანაირი ასეთი ქმედება საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსს ვერ შემოიტანს. კამერებზე დაფიქსირებული იყო ძალიან ბევრი დარღვევა. ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი გასცდა კანონის ჩარჩოებს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ძალადობაში შემჩნეული ნებისმიერი პირი, იქნებოდა ეს პოლიციელების თუ მოქალაქეების მისამართით, კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, ყველას აქვს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება, მაგრამ ის, რაც ვიხილეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კიდევ ერთხელ მადლობა პოლიციელებს მოთმინებისთვის და მაღალი პროფესიონალიზმის ჩვენებისთვის

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გუშინ, 16 დეკემბერს კახეთში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც პოლიციელები და გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

კომენტარები