დავითაია: შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი კონცერტს ესწრებოდა

მინდა, ცალსახად ხაზი გავუსვა, თუ არ ვცდები, ბატონი ბურჭულაძე არის თეატრის მთავარი რეჟისორი, არ მახსოვს ეს ყველაფერი. მე არ ვიცი, რა ფორმატში იყო ეს ყველაფერი. ჩემთვის პირადად მიუღებელია, შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი ესწრებოდა. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ეს მიუღებელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი არის ის მთავარსარდალი რუსეთის ფედერაციის, რომელმაც განახორციელა უშუალო ბრძანებები საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით

ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა პაატა დავითაიამ უთხრა. პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით სანკტ-პეტერბურგში ჩატარებული კონცერტის კომენტირებისას, რომელსაც ვლადიმერ პუტინი დაესწრო.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები