სხვა დანარჩენზე გზადაგზა ყველაფერზე გესაუბრებით, მოგიწვევთ, აქ იქნება თქვენი სახლი და მაქვს სხვა აზრებიც, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა, მინდა, რომ off record (კამერებს მიღმა) შემეძლოს თქვენთან საუბარი იმ თემებზე, რომელიც საჭიროა, რომ თქვენ იცოდეთ, მაგრამ არ არის სავალდებულო, გახდეს საჯარო. მე მქონდა ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში ცოტა ხანს, ერქვა ჩემი პრეს-ცენტრი. ასეთი ფორმატი ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება, დღესასწაულების მერე დავიწყებთ ამ ფორმატით მუშაობას.
tbl.ge/3crl
დაკოპირდა
უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ათონელის რეზიდენციაში.
ამავე თემაზე
- პრეზიდენტი: აღარ ვართ არც ნორმალურ სახელმწიფოში, არც ნორმალურ ქვეყანაში
- ზურაბიშვილი: ქართული ოცნება რუსული ოცნებაა
- მითხრეს, წადიო - წამოვედი, დაბრუნდიო - დავბრუნდი – ფესვების ხელმძღვანელი თბილისში ვიზიტზე
- ზურაბიშვილი: ანსამბლი "ფესვები" აჭარისკენ გააბრუნეს – თავად იფიქრეთ, საიდან მოვიდა მითითება
- პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო