ქარდავა: ინაუგურაცია არის გაბახებული იმიტომ, რომ მიმდინარეობდა უმწვავესი პროტესტის ფონზე

ჩვენ არანაირი გეგმა და მიზანი არ გვქონია, რომ ჩაგვეშალა ინაუგურაცია, მაგრამ თვითონ ხელისუფლების შეცდომებმა და უგუნურმა, მხრთალი ხელისუფლების ნაბიჯმა, რაც გააკეთა პიკეტების სახით, ამან გააბახა ინაუგურაცია და ეს კანონზომიერებაა. როდესაც 28 ნოემბერს მოპარა ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი და ძალით დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, ლოგიკური იყო, რომ ეს ინაუგურაცია გაბანძდა და არის გაბახებული ინაუგურაცია იმიტომ, რომ ამის პარალელურად მიმდინარეობდა უმწვავესი სამოქალაქო პროტესტი, სადაც ერთ მხარეს იყო საზოგადოება და მეორე მხარეს იყო კანონდამრღვევი, ე.წ პოიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა რუსთავი 2-ის ეთერში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები