არჩევნები 2018

ხუხაშვილი: ამომრჩეველმა მოწყალება ივანიშვილის სასარგებლოდ კი არა, მიშას წინააღმდეგ გაიღო

ქართველმა ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნებზე მოწყალება მის [ბიძინა ივანიშვილის] სასარგებლოდ კი არა, მიშას საწინააღმდეგოდ გაიღო. ყველა მანკიერება შეამჩნია, მაგრამ ბოლოჯერ აპატია უარესის შიშით. ფასი, რისი გადახდაც მას დასჭირდა ამ შედეგის მისაღებად, არის უკიდურესად დრამატული. თუ წინა ხელისუფლებებმა საქართველოს ტერიტორიების 20% დაკარგეს, მან საქართველოს მოქალაქეების მინიმუმ 20% დაკარგა, რომელიც არ ცნობს და არ აღიარებს. რა უფრო ტრაგიკულია, თვითონ შეაფასოს. მან მიიღო "სამოქალაქო აფხაზეთი" საქართველოში

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კვირის პალიტრაზე გამოქვეყნებულ ბლოგში - "სამი ტესტი პატრიოტიზმზე პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის".

კომენტარები