ხორავას ქუჩის საქმე

ილია II: პირველად ეზიარა დღეს ბატონი ზაზა სარალიძე, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით

დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩვენთან წირვაზე ბრძანდებოდა ბატონი ზაზა, რომელმაც დაკარგა თავისი საყვარელი შვილი. წმინდა ნიკოლოზი შეეწია მას, პირველად ეზიარა დღეს ბატონი ზაზა, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით. შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის და ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს

ინტერპრესნიუსის ცნობით, პატრიარქი ილია მეორე სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას. მოგვიანებით, ზაზა სარალიძე და მისი ცოლი საპატრიარქოში სადილზე მივიდნენ.

კომენტარები