კირკიტაძის საქმე

უდუმაშვილი: დღეს თუ ვინმე უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე, ეს კირკიტაძე კი არა, გახარიაა 

დღეს ვინმე თუ უნდა იჯდეს სკამზე, ეს დავით კირკიტაძე კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს იმ პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორი, ბატონი გიორგი გახარია, რომელმაც დაგეგმა პროვოკაცია აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ და ჩახერგა ველისციხეში გზა. იმ სასამართლოსი, რომელიც დღეს არის ქცეული პირად ნოტარიუსად ივანიშვილის, ჩვენ პოზიტიური განწყობები არ გვაქვს და იმედი არ გვაქვს, თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ იმედი გვაქვს, მოსამართლის პირად გადაწყვეტილებაზე, რამდენად ვაჟკაცი იქნება მოსამართლე და რამდენად შეძლებს, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება 

ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან აქციას მართავს. ისინი მოითხოვენ რომ დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდონ. ენმ-ის წევრი 17 დეკემბერს კახეთში პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კახეთში მიმდინარე აქციაზე მონაწილეებსა და პოლიცილებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ მათ გზა გადაუკეტა და თელავისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცა. კირკიტაძეს ბრალი დღეს წარუდგინეს. ის ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აგრძელებს.

კომენტარები