დავით კირკიტაძის საქმე

ვაშაძე კირკიტაძის საქმეზე: თუ საჭიროა, სტრასბურგამდე მივალთ

გურჯაანის სასამართლოსთან კარვების დადგმის აზრს ვერ ვხედავ. ჩვენი კვალიფიციური იურისტების რაზმი ჩაერთვება, რომ ეს არ შევარჩინოთ, ყველა სასამართლო ინსტანციას გავივლით, თუ საჭიროა, სტრასბურგამდე მივალთ, იმიტომ, რომ ადამიანს შეუზღუდეს ყველა კონსტიტუციური უფლება, რომელიც მას აქვს მინიჭებული ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონით - გადაადგილების უფლება შეუზღუდეს, სიტყვის თავისუფლება შეუზღუდეს, აზრის გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს, შეკრების თავისუფლება შეუზღუდეს და კაცო, კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფლებაზე? გამაგებინეთ, სად ვცხოვრობთ

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე გურჯაანის რაიიონულ სასამართლოსთან, დავით კირკიტაძის დაკავების საქმეზე.

კომენტარები