გაერთიანებული ოპოზიცია

სააკაშვილი: საბოლოო ჯამში, ივანიშვილი აუცილებლად ჩაჯდება ციხეში

მე ახლაც მინდა დავადასტურო, რომ პოლიცია და შეიარაღებული ჯარები უნდა აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე და უკანონო ბრძანებას არ უნდა დაემორჩილონ. მათ უნდა დაიცვან კონსტიტუცია, მათ არ უნდა დაარღვიონ კანონი, ისინი უნდა იყვნენ საქართველოს სადარაჯოზე, საზოგადოებრივი წესრიგის სადარაჯოზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც აძლევენ უკანონო ბრძანებას, ამისთვის დამორჩილება თავისთავად არის დანაშაული. ვინც ამ ბრძანებას აძლევს, იმან უნდა აგოს პასუხი. საბოლოო ჯამში, ივანიშვილი აუცილებლად ჩაჯდება ციხეში და საბოლოო ჯამში ის, ვინც შეასრულებს ამ ბრძანებებს, რა თქმა უნდა, მათაც გარკვეული პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრებათ. მე ეს მინდა დავადასტურო... დაუმორჩილებლობაზე კი არ არის საუბარი, აქ არის საუბარი დაუმორჩილებლობა უკანონო ბრძანებებისადმი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტმეტრის ეთერში, კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას საკუთარ გუნდს შეუთანხმებელი განცხადებით, “მაგალითად, არჩევნების დასრულებისთანავე თქვენ მიმართეთ ჯარს და პოლიციას, რომ კარგი იქნებოდა, თუკი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებდნენ”.

კომენტარები