დავით კირკიტაძის დაკავება

უგულავა კირკიტაძის პატიმრობაზე: მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გამოგვაცხადეს

ჩვენ დიდი ხანია, ვიცით, რომ სასამართლო არის უსამართლო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ დღეს ასევე დავინახეთ სასამართლო არის უტიფარიც. პროკურატურის უტიფრობა ყველასთვის კარგად არის ცნობილი. აპელირება იმაზე, რომ ადამიანი განზრახვით მოქმედებდა, ადამიანი მიიმალება, ეს პირველად არ გაუკეთებიათ. ასეთი პრაქტიკა აქვთ და ნებისმიერი პოლიტიკური ოპონენტის აზრის და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა ხდება, მაგრამ დღევანდელი დღე არ არის მარტო დათო კირკიტაძის დაპატიმრების დღე. დღეს [ბიძინა] ივანიშვილმა ოფიციალურად გამოუცხადა საკუთარი მოსახლეობის ნახევარს და საკუთარი მოსახლეობის ნახევარი ოფიციალურად გამოაცხადა მეორეხარისხოვან მოქალაქეებად. მოქალაქეებად, რომლებსაც შეუძლია, შეურაცხყოფა მიაყენო, მოქალაქეებად, რომლებსაც თავზე შეგიძლია, კონსტიტუცია გადაახიო. მოქალაქეებად, რომლებიც კანონის უტიფარი გამოყენებით შეიძლება, დასაჯო და ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, ქართული ოცნების წევრებს, რომლებიც პოლიტიკურ ოპონენტებს საკუთარ შარდს უსვამენ სახეზე და ეს ადამიანები დღეს საკუთარ თანამდებობაზე ბრუნდებიან. ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც ბატონობს უტიფრობა და მხოლოდ და მხოლოდ, თუ შეეტენები ივანიშვილს და თუ შეეტენები "ქართულ ოცნებას", მაშინ იქნები კარგად. ეს არის გამოწვევა - 800 000 ადამიანს, მოსახლეობის ნახევარს გვეუბნებიან, რომ ვართ მეორეხარისხოვანი ადამიანები. ეს გამოწვევა ჩვენ უნდა მივიღოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ. ივანიშვილი ბოლომდე წელავს ზამბარას, იმ ზამბარას, რომელიც მათ მოხვდებათ ძალიან მწარედ ცხვირში

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგი უგულავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრისთვის, დავით კირკიტაძისთვის, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება

კომენტარები