გახარიას მოსმენა პარლამენტში

მეზვრიშვილი: დაგვიბარეს პარლამენტში - მოვდივართ, გახარია ყველა კითხვას უპასუხებს

საკითხი დგას ძალიან მარტივად - დაგვიბარეს პარლამენტში დეპუტატებმა, შეკითხვები აქვს არა მხოლოდ უმცირესობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, არამედ უმრავლესობასაც, მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას ვესაუბროთ ამ საკითხებზე, რასთან დაკავშირებითაც მინისტრთან შეკითხვები არსებობს. ყველა დეპუტატის შეკითხვას, იქნება ეს ოპოზიციის წარმომადგენელი, თუ უმრავლესობის წარმომადგენელი - გავცეთ პასუხი. დაგვიბარეს პარლამენტში - მოვდივართ. აქამდეც არაერთხელ დავუბარებივართ პარლამენტში და ჩვენ ყოველთვის ვცხადდებოდით. როგორც მოგეხსენებათ, ახალი რეგლამენტის პირობებში, საპარლამენტო კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერებულია და ჩვენ ამ ნორმების ფარგლებში მოვდივართ. ვისაუბრებთ ყველა აქტუალურ საკითხზე, აბსოლუტურად ყველაფერზე, რაზეც დეპუტატებს კითხვები ექნებათ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე ხვალ, 21 დეკემბერს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარდგება.

კომენტარები