ვაშაძე: პირობას გაძლევთ, ოცნება 2020-მდე კი არა, 2019 წლის ბოლომდე ვერ მიაღწევს​

ერთი რამ მინდა გითხრათ, ნუ შეხედავთ ჩვენ ბრძოლას, როგორც სირბილს მოკლე დისტანციაზე, ეს არის, ასე თუ ისე, საშუალო, ან გრძელვადიანი დისტანცია, მაგრამ ეს დისტანცია დასრულდება მალე. დასრულდება იმით, რომ ცუდი სიზმარივით გაგვახსენდება "ქურდული ოცნების" მმართველობა საქართველოში. ვინც დანაშაულებრივ განკარგულებებს ასრულებდა და სხვათა შორის ჩვენ დროსაც, სულ ყველა ერთად აგებს პასუხს კანონის წინაშე, ჩვენ უსამართლობას, უკანონობას და კონსტიტუციის შებღალვას დავასრულებთ სამუდამოდ. ჩვენი შვილების და შვილიშვილების სამშობლოს არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს. აქამდე ეს ჩვენთვის პოლიტიკა იყო, ახლა ეს გახდა ოჯახური და პირადული საქმე, იმიტომ, რომ ან ჩვენ კაცები ვართ და ამათ პასუხს ვაგებინებთ, ან კიდევ გავჩუმდებით და ამას ყველაფერს შევირგებთ. პირობას გაძლევთ, ქართული ოცნება 2020-მდე კი არა, 2019 წლის ბოლომდე ვერ მიაღწევს​

ამბობ "ძალა ერთობაშიას" ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები