ეკა ბესელია

ბესელია: საკადრო ცვლილებებს არ გამოვრიცხავ

როცა ცვლილებებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, ფრაგმენტულად ისაუბრო. განსაკუთრებით, როდესაც ყველა ვიაზრებთ, რომ ეს მოცემულობა გაცილებით გაბედული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს. ცვლილებები უნდა იყოს კომპლექსური. ვინც არ უნდა შეიცვალოს, სახელისა და გვარის ცვლილება არ შეცვლის ვითარებას, თუ მენეჯმენტი და მართვის სტილი არ შეიცვალა. გამორიცხვით, საკადრო ცვლილებებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ახლა, გაცილებით მეტი დრო ეთმობა შინაარსს, მართვის მოდელს და კონტროლის მეტი მექანიზმის გამოყენებას, რომ ყველა დონეზე, ყოველი პასუხისმგებელი პირი, ვისაც კონკრეტული სფერო აქვს მინდობილი და კონკრეტული მიმართულება აბარია, პოზიციაზე ეფექტიანი იყოს, პასუხისმგებელი და ჰქონდეს შედეგი

თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "კვირის ინტერვიუ".

კომენტარები