დავით ოქიტაშვილი

ოქიტაშვილი: ღმერთმა დამიფაროს, მე არ მითქვამს, რომ ანანიაშვილი ოპერიდან უნდა წავიდეს

მინდა ბოდიში მოვუხადო მკითხველს, მსმენელს, რადგან სხვადასხვა საიტებმა სხვადასხვანაირად აიტაცეს და ისე გამოიტანეს სათაურში, რაც უნდოდათ. ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, მან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის და იმ სფეროსთვის, სადაც ის მოღვაწეობს.

ჟურნალისტმა დამისვა ასეთი შეკითხვა, ბატონო დავით, ქალბატონი ნინოს მეუღლე, რომელიც ამ ხელისუფლების დამხობას მოითხოვს, რომ დაიღალა აქ ცხოვრებით, ეს ხელისუფლება არის კრიმინალების, ნარკობარიგების, დამისვეს შეკითხვა, შეიძლება, რომ ასეთ თანამდებობაზე იყოს ნინო ანანიაშვილი და მათგან იღებდეს ხელფასს? მე ვუპასუხე, რომ ეს არის ძალიან ცუდი. თუ ხელისუფლება არის კრიმინალი, თუ ხელისუფლება არის დასამხობი და მისი მეუღლე ამას იძახის, მაშინ ის ამ განცხადებას უნდა გაემიჯნოს. ღმერთმა დამიფაროს, მე არ მითქვამს, რომ ნინო ანანიაშვილი ოპერიდან უნდა წავიდეს ან გამოაგდონ.

თქვა საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი".

კომენტარები