გურამ დონაძის განაჩენი

სააკაშვილი: დონაძე გაუშვეს ციხეში, რადგან მან გააკეთა ფეიჯი "რეზიდენტი სალომე"

გურამ დონაძე გაასამართლეს რობაქიძის საქმეში მტკიცებულებების გაყალბებაზე. ის მტკიცებულებები თუ გაყალბდა მაშინ, კრიმინალური პოლიციის უფროსს ვისაც უნდა გაეყალბებინა წესით მტკიცებულებები, შეუფარდეს პირობითი სასჯელი და პრესცენტრის ხელმძღვანელი გურამ დონაძე გაუშვეს 5 წლით ციხეში. ჟურნალისტს, პრესცენტრის ხელმძღვანელს სისხლის სამართლის საქმეზე უშვებენ ციხეში მტკიცებულებების გაყალბებაზე. ის გაუშვეს ციხეში ძალიან მარტივი მიზეზების გამო გურამ დონაძის გაკეთებული იყო ფეიჯი „რეზიდენტი სალომე“, სადაც არჩევნების დროს იდებოდა ივანიშვილის წინააღმდეგ ვიდეოები და ივანიშვილმა გასცა პასუხი გურამ დონაძის არჩევნებზე აქტიურობას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გურამ დონაძის გამამტყუნებელ განაჩენს აფასებს. მას ბუტა რობაქიძის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბებისათვის 5 წელი და 3 თვე მიუსაჯეს.

კომენტარები