სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლაზე: ყველა მომენტს სჭირდება მომზადება და თქვენი მუშაობა

მეგობრებო, ყველა მომენტს უნდა მომზადება. მომზადებას უნდა თითოეული თქვენგანის მუშაობა, ეს, "მოოოდი, მიშა ჩამოდი და ისა"... და? ჩვენი ამოცანა არის, ხალხი იყოს მზად, თავის ქვეყნის ბედი აიღოს საკუთარ ხელში, არჩევნები გაგვიუქმეს, არჩევნები საქართველოში აღარ იქნება, სასამართლო სისტემა აღარ არსებობს, ინსტიტუციური მეთოდები კრიზისის გადალახვის აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს ქართველი ხალხი ჯერ კიდევ, არგადაშენებული, არგადაგვარებული და ამ ხალხმა სილა გააწნა ივანიშვილს ამ არჩევნებზე, რომელსაც ის თქვენ არ დაგავიწყებთ

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი FB მომხმარებლის კომენტარზე - "მიშა, უნდა ჩამოხვიდეთ, როგორც უკრაინაში ჩახვედით და ხალხმა გადაგიყვანათ საზღვარზე, მუხტი სჭირდება ხალხს პროტესტის მუხტი".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები