გახარია: პოლიციელების ხელფასების ზრდა 2019 წლისთვისაც გაგრძელდება

ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიციელების და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფა, ჩვენ გარკვეულწილად მოვახერხეთ მათი სახელფასო ანაზღაურების ზრდა 2018 წელს , ასევე მინდა გითხრათ რომ ეს პროცესი გაგრძელდება 2019 წლისთვისაც, თუმცა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის სოციალური პორტფელი, რომელსაც ეს ადამიანები იმსახურებენ.

მე ვფიქრობ რომ აქ იქნება სოციალური უზრუნველყოფის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტები ბინათმშენებლობიდან დაწყებული , სამედიცინო მომსახურებით დამთავრებული , განათლებით გაგრძელებული და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით, რესურსულად შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება სრულად მობილიზებული, რამეთუ ამ ადამიანებს აბსოლუტურად სწორი და პროგნოზირებადი წარმოდგენა ქონდეთ თავიანთ მომავალზე გრძელვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სისტემაში იწყებენ მუშაობას

თქვა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

კომენტარები