ხორავას ქუჩის საქმე

გახარია უმცირესობას: კალანდიაზე სახალხო მართლმსაჯულების პრინციპი აირჩიეთ

სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ ყველაზე მარტივი შედეგი ჩვენთვის რაც იქნებოდა, იქნებოდა თქვენსავით გვეთქვა, რომ არსებობს ყველანაირი საფუძველი მ.კ-ზე დევნის დაწყების, მაშინ როდესაც, შესაბამისი სტანდარტი არ არსებობს.

თქვენ მარტივი რამ გააკეთეთ, აირჩიეთ სახალხო მართლმსაჯულების პრინციპი, ჩათვალეთ, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მოსაწონი და ყველაზე პოლიტიკურად ხმამაღალი განცხადება, რაც გააკეთეთ, ეს თქვენი ნება იყო და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თქვენ დისკრედიტაცია მოახდინეთ იმ ინსტიტუტის, რომელსაც ჰქვია საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მაქსიმალურად დეტალურად ვსწავლობთ და ვაგრძელებთ იმ კომპონენტის გამოყოფას, რომელსაც ჰქვია კალანდიას ფუნქცია და ეს გამოძიება გრძელდება, ერთი რამე მინდა შეგახსენოთ, ამ საქმის ფარგლებში, მას შემდეგ რაც გამოიყო ცალკე საქმე, რამდენიმე ადამიანია დაკავებული და აქ ჩვენ გარკვეულ პერსპექტივებს ვხედავთ. ამაზე მეტი საუბარი არც საჭიროა და უბრალოდ, უპასუხისმგებლო იქნება და პოლიტიკურ სპეკულირებას მე ადამიანების ბრალეულობით, მათი დაკავებით და მითუმეტეს, იმ ტრაგიკული შედეგებით, რაც იყო, არ ვაპირებ ზოგიერთებივით

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში.

კომენტარები