ხორავას ქუჩის საქმე

გახარია კომისიას: პასუხისმგებლობა როგორ იქნება საერთო ჩვენი ყველასი, აგერ ვნახოთ

თქვენ იყენებთ ამას პოლიტიკურად და არავინ სხვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავინ და არც ერთ შემთხვევაში, თქვენ ვერ იქნებით ჩემზე უფრო დაინტერესებული, რომ ეს საქმე დასრულდეს, უბრალოდ, ვერ იქნებით. და თქვენ ეს თუ არ გესმით, საერთოდ, აზრი არ აქვს ამ საუბარს. და შემდგომ, თქვენ თუ ვერ ხვდებით, მე რას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ საგამოძიებო კომისია იყო უბრალოდ ტრაგედია, არამარტო ერთი ადამიანის და არამარტო იმ ხალხის, ვინც ამ კომისიაზე იჯდა, არამედ თქვენი. და ამის შემდგომ, ეს პასუხისმგებლობა როგორ იქნება საერთო ჩვენი ყველასი, აგერ ვნახოთ, მე გპირდებით ამას პირადად

შს მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრებს.

კომენტარები