ცესკო

მდინარაძე ჟვანიას ხელახალ დანიშვნაზე: ცესკო არის დამოუკიდებელი ორგანო

ცესკო არის დამოუკიდებელი ორგანო. ის იღებს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ხმების ორი მესამედით, როგორც ჩანს, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია ეს ამბავი, როგორც ჩანს თამარ ჟვანიამ ხმების ეს რაოდენობა მოაგროვა და შესაბამისად იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული.

ამბობს უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 5 წლის ვადით კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე მეორე ვადით ინიშნება. თამარ ჟვანიამ კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან 8 მათგანის მხარდაჭერა მიიღო.

კომენტარები