უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

მდინარაძე უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებზე: მხარდაჭერის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა

იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით გუნდის შიგნით ამასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა. დღეს გახდა მათი [უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების] ვინაობის შესახებ ცნობილი და ამიტომ, ბუნებრივია, შეუძლებელია, პოზიცია იყოს ჩამოყალიბებული. ჩვენ ამასთან დაკავშირებით, დავუჭერთ თუ არა მათ მხარს, გუნდის პოზიციას გავახმოვანებთ მსჯელობის მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ. ჩემი მხრიდან არასწორი იქნება პოზიციის დაფიქსირება იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი პოზიციები ხმიანდება მხოლოდ და მხოლოდ გუნდის შიგნით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატების დასახელებაზე. მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს საბჭო დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

კომენტარები