საქართველოს პარლამენტი

კვიციანი ჩადრით და ბურკით სიარულის აკრძალვაზე: მორწმუნეები არ დადიან ასე ქუჩა-ქუჩა

აქ არის ლაპარაკი, რომლებიც შემოდიან ტურისტული მიზნებით ანუ ტურისტულად შემოდიან ჩვენს ქვეყანაში და დადიან სკვერებში, ხალხმრავალ ადგილებში, მორწმუნეები არ დადიან ასე ქუჩა-ქუჩა, იმათ აქვთ თავიანთი ადგილი და ლოცულობენ იქა. ამიტომ აქ არ უნდა ახლა ამას ბევრი ისა, გადადება ამ საკითხს

პატრიოტთა ალიანსი დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულის აკრძალვის შესახებ პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი წარადგინა. მისი თქმით, ეს სამოსელი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას და შეიცავს საფრთხეებს ტერორიზმის კუთხით. ინიციატივის ავტორი ზვიად ტომარაძეა.

კომენტარები