საქართველოს პარლამენტი

კვიციანი: მიზანმიმართულად ანგრევენ ჩვენს ოჯახებს, ნანუკას შოუში 90%-ს ოჯახი აქვს დანგრეული

რატომ არ ვუკრძალავთ საერთოდ ტელევიზიებს, რომ... ვინც კი რუსთავი ორს უყურებს და ნანუკას შოუს, 90% იმ ქალებისა, ოჯახები აქვთ დანგრეული, არ აკვირდებით? რა შუაშია და თავშია, მიზანმიმართულად მიდის ჩვენი ოჯახების დანგრევა და ჩვენი სახელმწიფოს დანგრევა, ამას ფრთხილად უნდა მივუდგეთ, არა? ხშირად არის ხაზგასმა იმაზე, რომ აი, ქალებზე ძალადობაზე ლაპარაკი. და კაცებზე არ ძალადობენ ქალები? ხო არის ესეც? ხომ დასჯადია ისიც და ისიც? აბა, რას ვუმატებთ კიდევ

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები