საქართველოს პარლამენტი

კვიციანი: ხელს უწყობს სახელმწიფო ადამიანს ოჯახის დანგრევაში, რომელი ოჯახია კამათის გარეშე

რაც უფრო მეტად ერევა სახელმწიფო ოჯახში, მეტი ოჯახი რომ ინგრევა, ვერ ვხედავთ? დააკვირდით, ხელს უწყობთ სახელმწიფო ადამიანს ოჯახის დანგრევაში, 5 დღე არის დაწესებული, იმისთვის, რომ... რომელი ოჯახი არის, რომ კამათი არაა ოჯახში, კაცო. 5 დღე არის დაწესებული, რომ თუ მიხვედი მეუღლესთან ერთად იუსტიციის სახლში, დაწერეთ განცხადება გაბრაზებულზე, 5 დღეში ჩაგახუტებენ განქორწინებას. ადრე არ იყო ასე და ნორმალურად ვცხოვრობდით და არ იყო ასე გამრავლებული ოჯახური ძალადობები. 6 თვე იყო მოსაფიქრებლად და ცდილობდა მოსამართლე ისიც, რომ რამენაირად შეენარჩუნებინა ოჯახი, ახლა პირიქით, გვიხარია რატომღაც ამ ოჯახების დანგრევა და ამიტომ, რაღაცა იქნება მოვიფიქროთ. აი, აქ არის დასაფიქრებელი ქალბატონო სოფო [კილაძე], აი, აქ უნდა დავფიქრდეთ და მაგრად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ოჯახი არ ინგრეოდეს

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები