პარლამენტის საკომიტეტო მოსმენა

ენძელა მაჭავარიანი: ჩემი ვალი ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2.5-ჯერ გაიზარდა

მე მაქვს ვალი დოლარში და ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია. ჩემი ვალი ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2.5-ჯერ გაიზარდა და ეს განაპირობებს იმას, რომ მე უფრო ღარიბულად ვიცხოვრებ, ვიდრე მანამდე ვცხოვრობდი და ასეთი საკითხები როგორი იქნება მოგვარებული? 

მე მესმის, რომ ძალიან კარგი ნაბიჯი გადავდგით ჩვენ და სულ არ ვფიქრობ, რომ ის 600 000 ადამიანი, რომელიც გათავისუფლდა ვალებისგან, ძალიან კარგია და არ ვთვლი, რომ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა. რაც შეიძლება მეტი უნდა შევუწყოთ ადამიანებს ხელი და აგრეთვე ბიუჯეტში სოციალურ დაცვაზე ვხარჯავთ ძალიან ბევრს და შედეგი ისეთი არ გვაქვს, როგორიც ამ თანხის ხარჯვით უნდა გვქონდეს. 

უმრავლესობის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე გააკრიტიკა.

კომენტარები