არჩევნები 2018

ზოიძე: თუ თქვენი მიშა და ბატონი გრიგოლი 5 კგ კარტოფილზე მეტი არ ღირს, ცუდად ყოფილა თქვენი საქმე

მილიონ ორასი ათას ადამიანს აყენებთ შეურაცხყოფას, რომ კარტოფილსა და ხახვზე გაიყიდნენ. კარგი, ვთქვათ, ვიღაცა და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, როგორც თქვენ ამბობთ, გაიყიდა, მილიონ ორასი ათასი ადამიანი კარტოფილსა და ხახვზე. თუ თქვენი იდეები, თქვენი ლიდერები, თქვენი მიშა, თქვენი ბატონი გრიგოლი სულ ხუთ კილო კარტოფილზე მეტი არ ღირს, ძალიან ცუდად ყოფილა თქვენი საქმე, მე საერთოდ არ ვიტყოდი მაგ თემაზე, როგორ ვიტყოდი, როგორ ვახსენებდი მაგას, რომ ხუთ კილო კარტოფილს ანაცვალა ბატონ გრიგოლ ვაშაძის მთელი დაპირებები?

ქართული ოცნების დეპუტატი აკაკი ზოიძე ენმ-ის წევრს თინა ბოკუჩავას მიმართავს, რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში.

კომენტარები