ახალი წელი

კალაძე: სკაიპით ვესაუბრე თოვლის ბაბუას, გზაშია და ძალიან მალე ჩამობრძანდება

28 დეკემბერს ჩვენ ვხსნით საახალწლო სოფელს, რომელიც იქნება ჯადოსნური და მართლაც ძალიან ლამაზი. მინდა, ყველა დავპატიჟო. მობრძანდით შვილებით, შვილიშვილებით. ყველა თაობის ადამიანს ვიწვევ 28 დეკემბერს 20:00 საათზე, ნაძვის ხესთან პირველი რესპუბლიკის მოედანზე. გარდა ამისა, თოვლის ბაბუა გზაშია მოდის. დღეს მქონდა კომუნიკაცია და „სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას, გზაშია და ძალიან მალე ჩამობრძანდება და გაახარებს ჩვენს პატარებს, შვილებს და მომავალ თაობებს. ასე რომ, 28-ში გელოდებით ყველას, მობრძანდით და ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას. გარდა ამისა, 28 დეკემბერს თბილისში გაიმართება „გუფილენდის“ კონცერტი, შოუს განაგრძობს დიჯეი.  28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით ყოველდღე გაიმართება კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სხვადასხვა გასართობი შოუები.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

კომენტარები