ქუთაისი პარლამენტი

ქანთარია: ბოლო დღეა ქუთაისის პარლამენტში, სამახსოვროდ ჩხუბიც შეიძლებოდა, მაგრამ მელია არაა

ამ შენობაში ყოფნის ბოლო დღე არის, ზოგმა ორი წელი იმუშავა აქ, ზოგმა - 6. ბევრი რამ მახსოვს, კარგიც ცუდიც. მინდა მადლობა ვუთხრა ქუთაისს. ყველას ვინც კი ამ შენობაში თუ მის გარე იყო და ქმნიდა ამ სამუშაო ატმოსფეროს. იქნებ პროცედურულად რამე სიმბოლური დავგეგმოთ დღის ბოლოს, სამახსოვროდ ჩხუბიც შეიძლებოდა, მაგრამ მელია არ არის და გაგვიჭირდება, ბოლო ბოლო ფოტო მაინც გადავიღოთ სამახსოვროდ. ვინ იცის გაზაფხულამდე რა ხდება, დიდი ამბები გველოდება.

უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია რიგგარეშე სესიაზე. დღეს ქუთაისის პარლამენტში ბოლო სამუშაო დღეა, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი იანვრიდან მუშაობას თბილისის შენობაში გააგრძელებს.

კომენტარები