ლევან მურუსიძე

მურუსიძე: არ არის ლევან მურუსიძე ის ადამიანი, ვინც გირგვლიანის მკვლელები გაუშვა ციხიდან

ზოგადად, კონსტიტუციის მიხედვით, არ შეიძლება, მოსამართლეს მოსთხოვო ანგარიში, მაგრამ დღეს მე მოვედი და ჩავაბარო ანგარიში, თუ იქნება ამ საქმეებზე კონკრეტული კითხვები. რაზეც მე მედავებიან, ეს თითიდან გამოწოვილია და აბსურდულია სამართლებრივი კუთხით. მზად ვარ, საქართველოში სისხლის სამართლის საქმის მცოდნე ადამიანები შეიკრიბონ და მოხდეს ლევან მურუსიძის ერთგვარი გასამართლება ამ საკითხზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ მომეცეს საშუალება, რომ დავამტკიცო სიმართლე. ადამიანმა, რომელმაც მსჯავრდებულებს მივუსაჯე შვიდი წელი, არ ვარ ამ საქმეში მთავარი დამნაშავე და არ არის ლევან მურუსიძე ის ადამიანი, რომელმაც გირგვლიანის მკვლელები გაუშვა ციხიდან

თქვა ლევან მურუსიძემ გასაუბრებაზე. მურუსიძე ახლა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, თუმცა, არა უვადოდ დანიშნული. წარსულში ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეც იყო, ასევე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. მის სახელს უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებისათვის სასჯელის შემსუბუქება.

კომენტარები