ბესელიას გადადგომა

კახიძე: ბესელია პრინციპულობად გვასაღებს თავის გადადგომას, თუმცა ეს ივანიშვილის სურვილი იყო

კონფლიქტი რომ არის უმრავლესობის შიგნით ეს ისედაც ვიცოდით. კონკრეტულად ეკა ბესელიასა და ახლებს შორის. იურიდიულ კომიტეტში სერიოზული კონფლიქტი ჰქონდათ, ბესელიას წასვლაზე ადრეც იყო ლაპარაკი, მუდმივად მუსირებდა ეს თემა, ივანიშვილის სურვილი იყო ბესელიას დაეტოვებინა თანამდებობა და ამას ახლა ქალბატონი ბესელია ცდილობს შეგვასაღოს, მისი გადადგომა, როგორც პრინციპულობის გამოვლინება. ჩუგოშვილმაც დააფიქსირა ნეგატიური დამოკიდებულება მკაფიოდ, დანიშვნების მიმართ , მაგრამ არ გადამდგარა. გადადგომა რა შუაშია, კომიტეტამდე არც მისულა საკითხის განხილვა, სპიკერმა გააკეთა განცხადება, რომ თემა იხურება გადავდივართ საგაზაფხულო სესიაზე. ეს იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება, მან გადაწყვიტა, რომ ბესელიამ აღარ უნდა დაიკავოს ეს თანამდებობა. ზოგადად პრობლემური იყო მისი თავმჯდომარეობა. ის ვერ უძღვებოდა დაკისრებულ ფუნქციებს ჯეროვნად და გამაღიზიანებელი იყო არაფორმალური მმართველისთვის. 

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე ეკა ბესელიას გადადგომის შესახებ ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები