მოსამართლეების დანიშვნა

კობახიძე: ივანიშვილს მიზანშეწონილად მიაჩნდა მოსამართლეების დანიშვნა, თუ კანონი არ ირღვეოდა

მოსამართლეების საკითხი განვიხილეთ როგორ საპარლამენტო ისე პარტიულ ფორმატში. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. პროცედურებთან დაკავშირებით, თავმჯდომარის პოზიცია იყო ის, რომ საჭიროა სწრაფი ცვლილებები უზენაეს სასამართლოში, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს სასამართლოში 28 მოსამართლიდან მხოლოდ 10 არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ეს ბუნებრივია, აფერხებს საქმეთა სრულ განხილვას უზენაეს სასამართლოში. აქედან გამომდინარე, პარტიის თავმჯდომარის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ თუ კანონი არ ირღვეოდა, როგორც მოგეხსნებათ, კანონის დარღვევის პრობლემა არ იყო ამ პროცედურაში – თუ კანონი არ ირღვეოდა ამ შემთხვევაში, მას მიზანშეწონილად მიაჩნდა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის შევსება. რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატებს, თითოეული კანდიდატი უნდა განხილულიყო ინდივიდუალურად და დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარი რწმენით უნდა ემოქმედათ. ეს იყო საერთო პოზიცია. მოგვიანებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ამ პროცედურასთან დაკავშირებით, კერძოდ, დაფიქსირდა პოზიცია, რომ შესაძლებლად მიაჩნდა იუსტიციის საბჭოს ამ პროცედურის გადატანა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ობიექტური პრობლემა უზენაეს სასამართლოში.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მოსამართლეების დანიშვნის შესახებ ბიძნა ივანიშვილის პოზიციის შესახებ საუბრობს.

კომენტარები